Грузинская Православная Церковь

Подписка на Лента Грузинская Православная Церковь
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია
URL-адрес: http://patriarchate.ge
Обновлено: 1 час 48 мин. назад

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ბ-ნი კახა კალაძე და მისი ოჯახი დალოცა

14 июня, 2019 - 16:05

ა.წ. 14 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქალაქ თბილისის მერი, ბ-ნი კახა კალაძე და მისი ოჯახის წევრები მიიღო.

დღეს მოინათლნენ ბ-ნ კახის უმცროსი შვილები და მათი ნათლია მისი უწმინდესობა გახდა.

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება (14.06.2019)

14 июня, 2019 - 11:37

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

(14.06.2019)

როგორც ცნობილი გახდა, ა.წ. 18-23 ივნისს სურთ ამიერკავკასიაში პირველად ჩაატარონ ე.წ. გეი-პრაიდი თბილისში, რაც ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია.

ცხოვრების წესი, რომლსაც LGBT პირები ეწევიან, სოდომურ ცოდვას წარმოადგენს და ამდენად ეწინააღმდეგება როგორც ქრისტიანულ სარწმუნოებას და ტრადიციული რელიგიების მოძღვრებებს, ისე ზოგადად მორალურ ღირებულებებს.

ხაზს ვუსვამთ, რომ ეკლესია ემიჯნება ცოდვას, მაგრამ არა მონანულ ცოდვილს, რომელსაც სიყვარულით იწყნარებს და ეხმარება ღმერთთან დაბრუნებაში.

სამწუხაროდ, LGBT გარკვეული ჯგუფები და მათი მხარდამჭერები უცხო ქვეყნებს ისე აწვდიან ინფორმაციას, თითქოს საქართველოში ისინი დიდად შევიწროებულნი და დევნილნი არიან და ამ მოტივით  სერიოზულ დაფინანსებას იღებენ. მათ სურთ თავისი აქტივობა ისე წარმოაჩინონ, როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა, სინამდვილეში კი ეწევიან თავისი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და პროპაგანდას და მისი ოფიციალურად დაკანონება აქვთ განზრახული.

როდესაც მცირე ჯგუფი ცდილობს თავისი პოზიცია თავს მოახვიოს მთელ მოსახლეობას, ეს, თავისთავად, იწვევს მკვეთრ უკურეაქციას, ვინაიდან წარმოადგენს მიზანმიმართულ ქმედებას, უმრავლესობის  ღირსების შეურაცხყოფას, მათ არჩევანზე ძალადობას და ამდენად არის მაპროვოცირებელი არეულობისა და დაპირისპირებისა.

ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას და ამავე დროს ვაცნობიერებთ რა დიდ საშიშროებას, რომელიც შეიძლება ე. წ. გეი-პრაიდის ჩატარებას მოჰყვეს, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დაუშვან აღნიშნული ღონისძიება, რომელიც წინასწარვე არის ცნობილი, რომ გამოიწვევს საზოგადოებრივ შფოთს.  

ასევე მოვუწოდებთ და ვთხოვთ საქართველოში აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს და სხვა ინსტიტუციებს, რათა გამოიჩინონ უფრო ფრთხილი დამოკიდებულება ქართველი ხალხისათვის ამ მეტად მგრძნობიარე საკითხისადმი და ნუ წაახალისებენ ჩვენს ქვეყანაში მსგავს აქტივობებს; ამით ისინი ხელს შეუწყობენ სამოქალაქო მშვიდობის შენარჩუნებას და გამოხატავენ ჩვენი მოსახლეობისადმი პატივისცემასა და მხარდაჭერას.

პანაშვიდი 13 ივნისის სტიქიის შედეგად აღსრულებულთათვის

13 июня, 2019 - 18:46

ა.წ 13 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მღვდელმსახურებმა 2015 წლის 13 ივნისს სტიქიის შედეგად აღსრულებულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მათ სულთა საოხად პანაშვიდი გადაიხადეს.

https://www.youtube.com/watch?v=G2yOtXFqRdo&feature=youtu.be

სადისერტაციო ნაშრომის დაცვა საქართველოს საპატრიარქოში

13 июня, 2019 - 17:52

ა.წ. 13 ივნისს საქართველოს საპატრიარქოში ჩატარდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სადისერტაციო კომისიის სხდომა, რომელზეც  დოქტორანტმა ცოტნე ჩხეიძემ წარმოადგინა და წარმატებით დაიცვა ნაშრომი სახელწოდებით ,,ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა სიმბოლური ქმედებების საღვთისმეტყველო ანალიზი” (სამეცნიერო ხელმძღვანელი: რუსთავის მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

შემფასებლები: 1. არქიდიაკონი დემეტრე (დავითაშვილი), თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი. 2. ირაკლი ორჟონია, თეოლოგიის დოქტორი).

ღონისძიებას ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, თეოლოგიის დოქტორი, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი,  პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, მეცნიერებათა აკადემიის ვიცე პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, რუსთველი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი, ისტორიის დოქტორი ანანია(ჯაფარიძე), ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი, თეოლოგიის დოქტორი სტეფანე (კალაიჯიშვილი), დოქტორანტურის ხელმძღვანელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი ელდარ ბუბულაშვილი, თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

სადისერტაციო კომისიის გადაწყვეტილებით ცოტნე ჩხეიძის ნაშრომი შეფასდა მაღალ დონეზე და ავტორს მიენიჭა თეოლოგიის დოქტორის ხარისხი.

აღსანიშნავია, რომ ცოტნე ჩხეიძე მეორე ქართველი სტუდენტია, რომელმაც საქართველოში მიიღო თეოლოგიის დოქტორის ხარისხი.

სადოქტორი ნაშრომის ,, ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა სიმბოლური ქმედებების საღვთისმეტყველო ანალიზი” გაცნობა შესაძლებელია თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის ბიბლიოთეკაში.

 

 

საბუთების მიღება 59-ე ნათლობისათვის

11 июня, 2019 - 14:57

იწყება 59-ე ეტაპი ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ  მონათვლისა.

ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში 17 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით 12:00-დან 16:00 საათამდე.

რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ:

მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;

მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები;

შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები;

მოსანათლის 2 ფოტო 3X4-ზე დაბეჭდილი CD დისკით;

ოჯახის 1 ფოტო 10×15-ზე დაბეჭდილი CD დისკით.

საკონტაქტო ტელეფონები: 593 900 810; 558 651 159; 593 464 571

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

11 июня, 2019 - 14:42

ა.წ. 11 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბ-ნი ძი იენჩი და საელჩოს ატაშე ბ-ნი ჩენ უიძძუინი მიიღო. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარე მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის მთავარი მენეჯერი, ბ-ნი ლაშა ჟვანია.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ბ-ნი ძი იენჩი საქართველოში დიპლომატიურ საქმიანობას ამთავრებს და მის უწმინდესობასთან გამოსამშვიდობებელი ვიზიტით იმყოფებოდა. მან კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ჩვენი ქვეყნის მიერ არჩეული განვითარების გზის მხარდაჭერა. მისივე განცხადებით, ბოლო წლებში ჩინეთი და საქართველო კიდევ უფრო დაახლოვდნენ, რაც დადებითად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე და დასძინა, რომ კათოლიკოს-პატრიარქი დიდი ნდობით, პატივისცემითა და საყოველთაო სიყვარულით სარგებლობს და ამიტომაც თავის მხრივაც სურს ამ განწყობის დადასტურება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, რომ ჩინეთი დიდი კულტურის მქონე ქვეყანაა და ურთიერთთანამშრომლობა ჩვენი ქვეყნებისთვის სასიკეთო იქნება; ამასთან ბატონ ელჩს გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.  

დასასრულს მისმა უწმინდესობამ სტუმარი დალოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა, თავის მხრივაც ბ-ნმა ძი იენჩიმ მის უწმინდესობას ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვა და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ბოდბეში, წმ. ნინოს ტაძრის კურთხევის დღეს (09.06.2019)

9 июня, 2019 - 21:18

სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა

ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს ყოველი ქართველი ადამიანი უგალობს წმინდა ნინოს: ,,გიხაროდენ ფრიად შვენიერო შორის დედათა საღმრთოო სძალო”!

დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა!

აშენდა წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი! ათას შვიდასი წელი ელოდებოდა საქართველო ამ ტაძარს. წმინდა ნინო რომ ჩამოვიდა აქ, ბოდბეში, მან ააშენა წმ. გიორგის ტაძარი. მადლობას ვწირავთ უფალს, რომ მოგვცა საშუალება აგვეგო წმინდა ნინოს ახალი ტაძარი.

ხშირად ვფიქრობთ ჩვენ, რამ მისცა წმინდა ნინოს ეს სულიერი და ფიზიკური ძალა, რომ ჩამოვიდა ასე შორ გზაზე, ჩამოვიდა და მოაქცია ქართველი ერი.

დიდება შენდა ღმერთო! მადლობა შენდა ღმერთო!

ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ გვაძლევს მადლსა უძლურთა მკურნალსა და ნაკლულევანთა აღმავსებელსა, რომ ვაკეთოთ ღვთის საქმე.

მე მინდა დღეს აღვნიშნო დამსახურება ზოგიერთი საერო და სასულიერო პირისა.

მადლობა შევსწირო უფალსა, რომ უფალმა მოგვცა საშუალება, ყოფილიყვნენ ერთგული მღვდელმთავრები. მოსაყდრე, კათალიკოს-პატრიარქისა, მეუფე შიო, რომელიც თავდადებით მოღვაწეობს, მე მადლობას ვწირავ მას დიდი შრომისმოყვარეობისათვის და ნიშნად ჩვენი მადლობისა, ვჩუქნი მას ბრწყინვალე პანაღიას.

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი, რომელიც მოღვაწეობს აქ; არის შემთხვევები, როცა ამა თუ იმ საქმეს იგი აკეთებს თვითნებურად, მაგრამ ეკლესიის საკეთილდღეოდ აკეთებს. ეპისკოპოსი იაკობი აღყვანილია მთავარეპისკოპოსის ხარისხში. აქსიოს!

სიგელები გადაეცემა მათ, რომელთაც იღვაწეს ამ ტაძრის აშენებაზე

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა

ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მსენებლობაში შეტანილი გამორჩეული ღვაწლისათვის ბატონი არჩილ გეგენავა დაჯილდოევდეს სპატრიარქო სიგელით.

                                                                                                      ქალაქი თბილისი

                                 ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი



ასეთივესიგელებით დაჯილდოვდნენ ბ-ნი თეიმურაზ კომახიძე, აქსიოს!

ბ-ნი ლაშა პაპაშვილი, აქსიოს!

დედათა მონასტრის იღუმენია თეოდორა (მახვილაძე), აქსიოს!

ტაძრის არქიტეტქორი, ბ-ნი თეიმურაზ ბერიძე, აქსიოს!

ხატმწერი, ბ-ნი მამუკა მიქელაძე, აქსიოს!

წმინდა ნინოს ფოკის დედათა მონასტრის იღუმენია ელისაბედი (მესხიშვილი), აქსიოს!

ბ-ნი პაატა გიგაური, აქსიოს!

ბ-ნი ირაკლი ვაჩეიშვილი, აქსიოს!

შეიქმნა წმ. ნინოს ხატი მისი ცხოვრების გამოსახულებით და უპირველესად ვწირავთ წმ. ნინოს ოქროს სამკაულს, აქსიოს!

მადლობელი ვართ ჩვენი მორწმუნე ხალხისა, რომ დიდი ღვაწლი გასწია ამ ტაძრის მშენებლობაში, სხვა ტაძრების მშენებლობაში.

მე მინდა მადლობა მოვახსენო ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს. დალოცვილი იყოს და ღმერთმა შეუწიროს ის ღვაწლი, რომელსაც იგი ეწევა ჩვენი ქვეყნისთვის. დალოცვილი იყავით და გახარებული.

ილოცება შეზღუდული შესაძლებლობის პირები ბაღდათის რაიონიდან, ,,რწმენა-იმედის” წარმომადგენლები. დალოცვილი იყავით და ღმერთმა განგკურნოთ. 

მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ის ადამიანები, რომელნიც დაჯილდოვდნენ და რომელნიც არ დაჯილდოვდნენ, გამოიჩენენ უფრო მეტ შრომას, საქართველოს კეთილდღეობისათვის, საქართველოს მშვიდობისათვის. დალოცვილი იყავით, მრავალჟამიერ! გაიხარე საქართველო! აქსიოს!

 

 

 

 

 

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლები მიიღო

7 июня, 2019 - 13:25

ა.წ. 6 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უფასო იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლები და მათი ხელმძღვანელი, ბ-ნი რაჟდენ კუპრაშვილი მიიღო.

აღნიშნული სამსახური უფასოდ ემსახურება სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს.

მისმა უწმინდესობამ დალოცა ამ სამსახურის ხელმძღვანელი და თანამშრომლები და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ფერეიდნელი ქართველები მიიღო

6 июня, 2019 - 13:23

ა.წ. 6 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და  საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ფერეიდნელი ქართველები მიიღეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები.

მისმა უწმინდესობამ დალოცა ფერეიდნელი ქართველები და იმედი გამოთქვა, რომ ფერეიდანში მცხოვრებნი უფრო მეტად გაძლიერდებიან რწმენაში და განამტკიცებენ ფესვებთან კავშირს.

ფერეიდნელმა ქართველებმა მის უწმინდესობას მზრუნველობისთვის მადლობა გადაუხადეს და ფოლკლორული სიმღერები შეასრულეს.

აღსანიშნავია, რომ ეს შეხვედრა XVII-XVIII საუკუნეებში ფერეიდანში ქრისტეს სარწმუნოებისათვის მოწყვეტილთა  ხსენბის დღეს შედგა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ნინოობის დღესასწაულზე (01.06.2019)

1 июня, 2019 - 16:39

ქრისტე აღდგა!

ქრისტე აღდგა!

ქრისტე აღდგა!

გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, – წმ. ნინოს შემოსვლის 1700 წელს. დღეს ხარობს ცა და ქვეყანა. დღეს ჩვენ თაყვანსა ვცემთ წმინდა ნინოს, რომელმაც იტვირთა მოქცევა ქართლისა. დიდება უფალს და მადლობა უფალს ამ დიდი წყალობისათვის. ეს ყველაფერი ღვთის ნებით მოხდა და ღვთისმშობლის შუამდგომლობით.

ზეიმობს მთელი საქართველო. დღეს დიდი საზეიმო წირვა-ლოცვა არის ფოკაში და მთელს საქართველოში. ბოდბეში, თქვენ იცით, აშენდა წმ. ნინოს სახელობის ტაძარი. 1700 წელი დასჭირდა იმას, რომ აშენებულიყო ეს ტაძარი. წმ. ნინომ, თქვენ იცით, ააშენა წმ.გიორგის ტაძარი. თანამედროვე საქართველომ ააშენა წმ. ნინოს ტაძარი.

წმ. ნინო შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს.

დღეს ჩვენ ვაჯილდოებთ 2 მღვდელს.

დეკანოზი თეიმურაზ მჟავანაძე დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით. აქსიოს!

დეკანოზი ნიკოლოზ თურმანიძე დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრით. აქსიოს!

დალოცვილი იყავით და გაიხარეთ თქვენ და სრულიად საქართველომ.

ჩვენთან არს ღმერთი!

ინფორმაცია წმ. ნინოს საქართველოში შემოსვლის 1700 წლისთავთან დაკავშირებით

31 мая, 2019 - 17:23

ა.წ. 1 ივნისს იწყება აღნიშვნა საქართველოს განმანათლებლის, წმინდა ნინოს, ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის 1700 წლისთავისა. ამასთან დაკავშირებით ხვალ, შაბათს, 10:00 საათზე მღვდელმთავრების მონაწილეობით წირვა დაიწყება ახალქალაქის რაიონის სოფელ ფოკაში, ფარავნის ტბასთან, წმინდა ნინოს შემოსვლის ადგილზე და საქართველოს ყველა ეკლესიაშიც.

თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურებას აღავლენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და გამობრძანებული იქნება წმინდა ნინოს ჯვარი.

9 ივნისს, კვირა დღეს, 10:00 საათზე, ასევე საზეიმო წირვა ჩატარდება ახლა უკვე ბოდბეში, სადაც იკურთხება და გაიხსნება წმინდა ნინოს სახელობის ახლად აგებული ეკლესია.

ღმერთმა დაგლოცოთ და წმ. ნინოს მეოხებით უფალმა მშვიდობა არ მოუშალოს სრულიად საქართველოს.

წმ. მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის კურსდამთავრებულებისა და პედაგოგების შეხვედრა კათოლიკოს-პატრიარქთან

30 мая, 2019 - 20:22

ა.წ. 30 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა თბილისში, ლოტკინის დასახლებაში მდებარე წმ. მეფე თამარის სახელობის საქართველოს საპატრიარქოს სკოლა-პანსიონის მიმდინარე წლის კურსდამთავრებულები, მათი მშობლები და პედაგოგები მიიღო. მისმა უწმინდესობამ დალოცა ახალგაზრდები, ღვთის მფარველობა და წარმატებები უსურვა და სკოლას ღვთისმშობლის ხატი და წიგნები გადასცა.

აღნიშნული სასწავლებელი გამორჩეულია იმით, რომ აქ ერთად სწავლობენ და ცხოვრობენ მუსლიმი და ქრისტიანი ბავშვები და თითქმის ყველა კურსდამთავრებული პირველ წელსვე აბარებს საქართველოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში. სკოლა-პანსიონი წელს 32 ახალგაზრდამ დაამთავრა, მათ შორის ხუთი მედალოსანია.

საპატრიარქოში ღონისძიებას დაესწრო პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ქ-ნი მარიამ ჯაში, რომელმაც ბავშვებს სკოლის დამთავრება მიულოცა და ბედნიერი მომავალი უსურვა. ქ-ნმა მარიამ ჯაშმა აღნიშნა მოსწავლეების წარმატებები და სკოლის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მის დირექტორს, დეკანოზ მირიან სამხარაძეს და ყველა პედაგოგს მადლობა გადაუხადა.

კურსდამთავრებულებმა ისაუბრეს ერთად გატარებული წლების შესახებ და აღნიშნეს, რომ სკოლაში განსაკუთრებულ სითბოსა და სიყვარულს გრძნობდნენ, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე ემახსოვრებათ.

მშობლებმა მის უწმინდესობას მადლობა გადაუხადეს სკოლის დაარსებისთვის და განაცხადეს, რომ სკოლა-პანსიონს ისინიც და მათი შვილებიც მეორე ოჯახად თვლიან.

წმ. მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი 2009 წელს დაარსდა და წელს საიუბილეო 10 წელი უსრულდება. აქ განათლებას იღებენ მოსწავლეები აჭარიდან, საინგილოდან და ახლა უკვე ფერეიდანიდანაც.

ამასთან დაკავშირებით ა.წ. 26 მაისს საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში გაიხსნა სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა და პროფესიული სწავლების სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა (თექა, ხის მხატვრული ნამუშევრები, ტიხრული მინანქარი, ეროვნული სამოსი, სახვითი ხელოვნება/ფერწერა).

28 მაისს გაიმართა გამოფენის პრეზენტაცია და საზეიმო დახურვა. კონცერტში მონაწილეობდნენ სკოლა-პანსიონის ზოგადი განათლების, პროფესიული სწავლების, სახელოვნებო ცენტრისა და სადღეღამისო პანსიონის მოსწავლევაჟთა და გოგონათა ფოლკლორული ანსამბლები და ხალხურ საკრავთა ორკესტრი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა ქ-ნ ლამარა ჭელიძე-ყურაშვილს

30 мая, 2019 - 11:59

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა აფხაზეთის ომის დროს მოწამეობრივად აღსრულებულ მღვდელმონოზონ ანდრიას (ყურაშვილი) დედას.

სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში მორიგი შეხვედრა გაიმართება

29 мая, 2019 - 12:11

ა.წ. 30 მაისს, 17:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართება მორიგი შეხვედრა თემაზე: „ახალგაზრდების თვითრეალიზაციის პრობლემები“.  

მომხსენებლები – მიხეილ ჭკუასელი, ვლადიმერ პაპავა.

ევანგელურ-ლუთერული ეკლესიების კავშირის საეპისკოპოსო საბჭოს შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში

28 мая, 2019 - 15:30

ა.წ. 28 მაისს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) სხვადასხვა ქვეყნების ევანგელურ-ლუთერული ეკლესიების კავშირის (ELKRAS) საეპისკოპოსო საბჭოს თავმჯდომარე, ეპისკოპოსი ალექსანდერ შაიერმანი, ამავე საბჭოს წევრები, საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსი მარკუს შოხი და მაღალი რანგის სასულიერო პირები მიიღეს.

სტუმრებმა პატივისცემა გამოხატეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ და მადლიერებით აღნიშნეს, რომ ჩვენს ქვეყანაში დაუბრკოლებლად მოღვაწეობენ და გრძნობენ გულთბილ სტუმართმოყვარეობას.

ლუთერული მსოფლიო კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა, არქიეპისკოპოსმა ურმას ვიილმამ აღნიშნა, რომ კათოლიკოს-პატრიარქის მიბაძვით თვითონაც დაიწყო მესამე და შემდგომი შვილის მონათვლა თავის ეპარქიაში და რომ შობადობამ იქაც იმატა.

მეუფე შიომ ხაზი გაუსვა სახარებისეული იდეალების ქადაგების აუცილებლობას და ტრადიციული ღირებულებების დაცვის გაძლიერებას. მან ასევე აღნიშნა, რომ მისი ბიძა იყო საქართველოში გერმანელთა სათვისტომოს პირველი დამაარსებელი და ამდენად, შეხვედრა მაღალი რანგის ლუთერან სასულიერო პირებთან, მისთვის ფრიად სასიამოვნოა.

მეუფე თეოდორეს განცხადებით, ისტორიულად საქართველო არის მაგალითი შემწყნარებლობისა. დღეისათვის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინიციატივითა და მხარდაჭერით შექმნილია რელიგიათაშორისი საბჭო, რომელიც ხელს უწყობს განსხვავებული მრწამსის მქონე ადამიანების მშვიდობიან თანაცხოვრებას.

შეხვედრის დასასრულს მიტროპოლიტმა შიომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სახელით სტუმრებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალი თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ნიქოზში

28 мая, 2019 - 13:22

ა.წ. 26 მაისს ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას (ჭანტურია) ლოცვა-კურთხევითა და საქართველოს საპატრიარქოს წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უნივერსიტეტის ორგანიზებით სოფელ ნიქოზში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

ნიქოზის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა მეუფე ისაიამ უნივერსიტეტის რექტორ, არქიმანდრიტ იოანესთან (კიკვაძე) და ეპარქიის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ საეპისკოპოსო რეზიდენციაში გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აღნიშნული სასწავლებლის სტუდენტებმა და ფონდ „ქართული გალობის“ სოფელ ნიქოზის ბავშვთა გუნდმა.

უკვე მეორე წელია, რაც გალობის უნივერსიტეტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სიმბოლურად საოკუპაციო ხაზთან აღნიშნავს.

Заявление Католикоса-Патриарха всея Грузии (27.05.2019)

28 мая, 2019 - 12:47

Анализ событий, развивающихся в последнее время в связи с монастырским комплексом Удабно-Мравалмта в Давид-Гареджи, оставляет впечатление, что, используя церковную тематику, некая сила желает создать серьезные проблемы между Азербайджаном и Грузией и для достижения своей цели, к сожалению, находит опору как в одной, так и в другой стране.

Но мы не должны поддаваться на провокации.  

В то время, когда между государствами ведутся переговоры, когда Церковь еще не включилась в обсуждение этих вопросов, когда существует не одна возможность взаимодействия с азербайджанской стороной, когда можно при содействии международных организаций и дружественных стран цивилизованно и справедливо решить проблему, пренебрежение этими ресурсами резкими заявлениями и действиями, противоречат нашим национальным интересам. Думаем, создание очага напряжения должно быть неприемлемым и для азербайджанской стороны.    

Обращаемся ко всем, для кого эта проблема болезненна, что необходимо сохранять спокойствие, проявить больше благоразумия и гражданской ответственности. Особенно призываю к этому духовных лиц и паству.

Также обращаемся к правителям как Грузии, так и Азербайджана провести интенсивные переговоры для установления справедливости, чтобы сохранились и углубились существующие между нашими странами и народами дружественные связи.  

Со своей стороны Грузинская Церковь выражает готовность принять активное участие в этом процессе и надеемся, что обе стороны, милостью Божией, сможем разрешить проблемы.

Вместе с тем, поздравляем правительство и народ Азербайджана с Днем Независимости и желаем мира и благополучия.

Илия II

Католикоса-Патриарха всея Грузии,

Архиепископ Мцхетский и Тбилисский,

Митрополит Пицундский и Сухумо-Абхазский

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადება (27.05.2019)

27 мая, 2019 - 21:06

ბოლო დროს გარეჯის მრავალმთის უდაბნოსთან დაკავშირებით, განვითარებული მოვლენების ანალიზი ტოვებს შთაბეჭდილებას იმისა, რომ, საეკლესიო თემიდან გამომდინარე, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სერიოზული პრობლემების შექმნა სურს სხვა ძალას, რომელიც თავისი მიზნის განხორციელებისთვის, სამწუხაროდ, დასაყრდენს პოულობს როგორც ერთ, ისე მეორე ქვეყანაში.

მაგრამ პროვოკაციებს ადვილად არ უნდა ავყვეთ!

მაშინ, როდესაც სახელმწიფოთა შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება, როდესაც ეკლესია ჯერ არ ჩართულა განხილვებში, როდესაც არსებობს აზერბაიჯანულ მხარესთან ურთიერთობის არაერთი საშუალება,  როდესაც შესაძლებელია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მეგობარი ქვეყნების დახმარებით პრობლემის ცივილიზებულად და სამართლიანად გადაწყვეტა, ამ რესურსების უგულვებელყოფა და მკვეთრი განცხადებებისა და ქმედებების განხორციელება სწორედაც, რომ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. ვფიქრობთ, დაძაბულობის კერის შექმნა აზერბაიჯანული მხარისთვისაც მიუღებელი უნდა იყოს.

მივმართავთ ყველას, ვისთვისაც მტკივნეულია ეს პრობლემა, აუცილებელია შევინარჩუნოთ სიმშვიდე; აუცილებელია გამოვიჩინოთ მეტი კეთილგონიერება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით მოვუწოდებ სასულიერო პირებს და მრევლს.

ასევე მივმართავთ როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის ხელისუფალთ, წარმართონ ინტენსიური მოლაპარაკებები სამართლიანობის დასადგენად, რათა ჩვენს ხალხებსა და ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა შენარჩუნდეს და გაღრმავდეს.

თავის მხრივ, საქართველოს ეკლესია გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში და ვიმედოვნებთ, ორივე მხარე ღვთის წყალობით, შევძლებთ პრობლემების დაძლევას.

ამასთან აზერბაიჯანის ხელისუფლებასა და ხალხს ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და ვუსურვებთ მშვიდობასა და კეთილდღეობას.

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ,,გერმანული ჰოსპიტლის” პროფესორებს შეხვდა

27 мая, 2019 - 19:33

ა.წ. 28 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა თბილისში ახლადგახსნილი ,,გერმანული ჰოსპიტლის” დირექტორი, ბ-ნი გოჩა ცინცაძე, პროფესორი გია ხუბუა, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დეკანი, პროფ. ჰენინგსენი,  მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პედიატრიული კლინიკის დირექტორი, პროფ. მალი და ამავე უნივერსიტეტის ონკოლოგიური კლინიკის დირექტორი პროფ. პეშელი მიიღო.

სტუმრებმა განაცხადეს, რომ გერმანელი პროფესორებისა და ულტრათანამედროვე აპარატურის გამოყენებით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს თბილისშიც შეეძლებათ უმაღლესი დონის სამედიცინო მომსახურების მიღება.

მისმა უწმინდესობამ დალოცა ისინი და საქართველოში წარმატებული საქმიანობა უსურვა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (19.05.2019)

19 мая, 2019 - 13:43

ქრისტე აღდგა!

ქრისტე აღდგა!

ქრისტე აღდგა!

17 მაისს, თქვენ იცით, ჩვენ დავლოცეთ ოჯახები. ზოგიერთმა ადამიანმა მიიჩნია, თითქოს ვიღაცების წინააღმდეგ იყო ეს მოქმედება. არავითარი წინააღმდეგობა არა გვაქვს ჩვენ. ჩვენ გვაქვს დარდი საქართველოზე. ჩვენ უნდა ვიფიქროთ საქართველოს ოჯახებზე, საქართველოს მომავალზე.

მე მახსოვს ერთი ოჯახი, მღვდლის ოჯახი, რეპრესიების დროს ამ მღვდელს მიუსაჯეს ციხე ციმბირში გაგზავნით და მისმა მეუღლემ გამოიჩინა ისეთი დიდი სულგრძელება და ისეთი დიდი სიყვარული, რომ ამ გადასახლებულ მეუღლეს გაჰყვა იმ მატარებლით, რომლითაც მიჰყავდათ იგი. როცა ჩერდებოდა მატარებელი, ეს მეუღლე გადმოდიოდა მატარებლიდან და მუშაობდა ხალხში, რამდენიმე მანეთს იშოვიდა და მიჰქონდა საჭმელი თავისი მეუღლისათვის. შემდეგ ეს მოძღვარი მეუღლესთან ერთად დაბრუნდა გადასახლებიდან; მათ ეყოლათ შვილი და იგი გახდა დიაკონი, მამა კი კვლავ მღვდლობდა. ეს იყო ბედნიერი ოჯახი. ჩვენ ყველანი ოჯახიდან გამოსული ადამიანები ვართ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ოჯახი მტკიცე იყოს საქართველოში.

ოჯახის სიმტკიცე არის ერის სიმტკიცე და ქვეყნის სიმტკიცე, ამიტომ მე იმ დღეს გითხარით თქვენ, რომ დაალოცვინეთ თავი, თქვენი თავი, მშობლებს.

მე მახსენდება ჩემი სტუდენტობა. სტიპენდიას ვაგროვებდი და რომ მოვდიოდი არდადეგების დროს, მომქონდა საჩუქრები დედისათვის და მამისათვის. იმ პატარა საჩუქრებით ვახარებდი ჩემს მშობლებს და ჩემი მშობლები მლოცავდნენ. მე მაქვს პატარა პანაღია, ეს პანაღია ჩემი მშობლების საჩუქარია, ჩემი მშობლების დალოცვაა ჩემზე და მას ხშირად ვატარებ.

კიდევ ერთხელ გახსენებთ, განსაკუთრებით იმათ, ვისაც გყავთ მშობლები: გამოიყენეთ ეს ბედნიერი დრო და დაალოცვინეთ თქვენი თავი მათ. ეს მოგცემთ დიდ სიხარულს, დიდ ბედნიერებას.

,,პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყნასა ზედა.” გისურვებთ ბედნიერებას, კეთილდღეობას.

არის ხშირი შემთხვევა, როცა  დედ-მამას ჰყავს 1 შვილი და ისაც კი ცდილობს ცალკე იყოს. იგი უნდა იყოს მშობლებთან და უნდა ეცადოს, მშობლებმა ყოველდღე დალოცონ თავისი შვილი.

დიდება უფალს და მადლობა უფალს; ჩვენ დავაწესეთ ეს დღესასწაული ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ერის საკეთილდღეოდ.

დალოცვილი იყავით. ჩვენთან არ ღმერთი!

ვლოცავთ გვარებს: მაკარაძეებს, დაძულიძეებს, დარძულებს, ჩუბინიძეებს, არდოტელებს, ასლამაზიშვილებს და ასლამაზაშვილებს.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგამრავლოთ. ღმერთმა მოგცეთ მტკიცე ოჯახები, ბევრი შვილები სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ამინ.

ეხლა ხუთშაბათს ჩოხოსანთა დასის ორგანიზებით საყოველთაო ჯვრისწერის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით ჯვარი დაიწერა 500 წყვილმა.

ღმერთმა დალოცოს მათი ოჯახები.

დღეს დასალოცად მობრძანებულები არიან იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც უფასო იურიდიულ კონსულტაციას უწევენ საქართველოში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს  ბ-ნი რაჟდენ კუპრაშვილის ხელმძღვანელობით.

დალოცვილი იყავით ბ-ნო რაჟდენ, შეგეწიოთ ღვთის მადლი და წყალობა.

მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა.

ჩვენთან არს ღმერთი!

P.S. მომავალი შაბათიდან საღამოს მსახურება 17:00-ის ნაცვლად 18:00 საათზე დაიწყება.

Страницы